პარლამენტის საგაზაფხულო სესია უკვე თბილისში გაიხსნება. საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად, ქუთაისი საპარლამენტო ქალაქი აღარ არის და საკანონმდებლო ორგანო მუშაობას სრული დატვირთვით თბილისში, რუსთაველის გამზირზე არსებულ პარლამენტის შენობაში გააგრძელებს.
ზამთრის სესიის ბოლოს სხდომა დეპუტატებმა გუშინ ქუთაისში ჩაატარეს. სესია საქართველოს ჰიმნით დაიხურა. კანონმდებლებმა სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.
„გარკვეული სევდა ნამდვილად ახლავს ქუთაისიდან გადასვლას. ქუთაისი უნდა იყოს საუნივერსიტეტო ქალაქი, ქუთაისი უნდა იყოს ტექნოლოგიების ქალაქი. ეს იქნება პოლიციური ფაბი. დარწმუნებული ვარ რომ მინისტრი გახარია, პირად კონტროლზე აიყვანს თითოეულ დეტალს, რაც ამ შენობასთან იქნება დაკავშირებული და მე ვფიქრობ, რომ ფუნქციონალურად იქნება ძალიან დატვირთული,“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.