03 ოქტომბერი 2024,   06:40
ვრცლად
უჩვეულო აქცია - პატრონები ძაღლებთან ერთად თბილისში აქციას გამართავენ

ძაღლთა უფლებების დაცვის მოთხოვნით თბილისში აქცია გაიმართება. საპროტესტო მსვლელობა 4 აპრილს მეტრო "რუსთაველთან" არის დაგეგმილი.

აქციაში მონაწილეობის სურვილი 1000-მდე ადამიანმა გამოთქვა. 

საპროტესტო აქცია თბილისში სოციალური ქსელით იგეგმება. 

"დღესდღეობით საქართველოში მიუსაფარ და არა მარტო მიუსაფარ ცხოველთა მდგომარეობა არის უმძიმესი, რადგან არ არსებობს ნორმალური კანონები, რაც მათ დაიცავს. სახელმწიფო, ნაცვლად მათი დაცვისა, ატარებს პოლიტიკას, რომ ადამიანები დაიცვას ცხოველებისგან, რაც დაუშვებელია. ყოველდღე ვიგებთ ახალ-ახალი დანაშაულებების შესახებ, რომელთა ჩამდენნიც არ დასჯილან. ასე აღარ უნდა გაგრძელდეს!" - ამბობენ აქციის ორგანიზატორები. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები