03 ოქტომბერი 2024,   06:45
ვრცლად
"კომედიშოუს" იუმორისტული პერსონაჟების მოსმენა რადიოშიც იქნება შესაძლებელი

რუსთავი2–ს კომედი ჯგუფის მსახიობები მაყურებლებს ეკრანებთან ერთად რადიოსივრცეშიც ელოდებიან.

ანიმაციურ სერიალ  "ქერის უბნის"  პოპულარული პერსონაჟების მოსმენა ახლა უკვე რადიოშიც იქნება შესაძლებელი.

პოლიტიკურ და სოციალურ თემებზე შექმნილი იუმორისტული კოლაჟების, სკეჩების, სერიალებისა და გასართობი გადაცემების მოსმენა FM99.3-ზე იქნება შესაძლებელი. 

თავდაპირველად "კომედიFM"- ის’ დაფარვის ზონა თბილისი და იმერეთი იქნება, მოგვიანებით კი მთელ საქართველოს მოიცავს. გასართობი გადაცემების გარდა რადიოში ეთერი თანამედროვე მუსიკასაც დაეთმობა.

ახალმა არხმა მაუწყებლობას უკვე დაიწყო.

 

დღის ამბები