03 ოქტომბერი 2024,   06:37
ვრცლად
"ოსკაროსანი" ფილმის "იდას" ერთდღიანი ჩვენება კინოთეატრ "ამირანში" შედგა

"ოსკარის" წლის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში გამარჯვებული „იდას“ ერთდღიანი ჩვენებისთვის სტუმრები კინოთეატრ "ამირანში" პოლონეთის და საქართველოს კინოცენტრებმა შეკრიბეს.

პაველ პავლიკოვსკის საერთაშორისო კინოსაზოგადოების მიერ აღიარებული ნამუშევარი მსოფლიოს დიდი კინოთეატრების შემდეგ თბილისში პირველად აჩვენეს.

„იდა“ პოლონეთის მონასტერში გაზრდილი ებრაელი გოგონას, ანას, ისტორიას ეხება.

პოლონელი რეჟისორი პაველ პავლიკოვსკი დიდ ბრიტანეთში მოღვაწე რეჟისორი ძირითადად დოკუმენტურ ფილმებზე მუშაობდა. თუმცა, მოგვიანებით მხატვრული ფილმების გადაღებაც დაიწყო.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები