28 სექტემბერი 2024,   15:37
ვრცლად
დონალდ ტრამპი კიმ ჩენ ინთან შეხვედრას გეგმავს

დონალდ ტრამპი უახლოეს მომავალში კიმ ჩენ ინთან შეხვედრას გეგმავს. ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა 2019 წელს მინისტრთა კაბინეტის წევრებთან გამართული პირველი შეხვედრისას განაცხადა.

ტრამპის თქმით, ჩრდილო კორეელი კოლეგისგან მან შესანიშნავი წერილი მიიღო და იმედი გამოთქვა, რომ კიმ ჩენ ინის მალე შეხვდება.

პრეზიდენტმა სირიიდან ჯარების გაყვანის გეგმის შესახებაც ისაუბრა. დონალდ ტრამპს არ დაუკონკრეტებია, როდის დატოვებს 2 ათასამდე სამხედრო ქვეყნის ტერიტორიას. მისივე თქმით, შეერთებული შტატები სირიაში ქურთების დაცვას გააგრძელებს.

ფოტო:არქივი.

დღის ამბები