28 სექტემბერი 2024,   15:43
ვრცლად
ამერიკის მოქალაქის დაკავება მოსკოვში - აშშ რუსეთისგან განმარტებებს ითხოვს

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი რუსეთისგან ახსნა-განმარტებას ითხოვს.

მაიკ პომპეოს განცხადებით, ჯაშუშობის ბრალდებასთან დაკავშირებით ვაშინგტონი მოსკოვისგან დამატებით ინფორმაციას ელოდება და იმ შემთხვევაში, თუ პოლ უილანის დაკავება უკანონოდ მოხდა, შეერთებული შტატები მის დაუყოვნებლივ დაბრუნებას მოითხოვს. რუსეთის უშიშროების სამსახურმა ჯაშუშობის ბრალდებით ამერიკის მოქალაქე 28 დეკემბერს დააკავა, თუმცა ელჩს მისი მონახულების საშუალება მხოლოდ გუშინ მისცეს.

გავრცელებული ცნობით, 48 წლის უილანი მოსკოვში მეგობრის ქორწილზე დასასწრებად ჩავიდა.

დღის ამბები