28 სექტემბერი 2024,   15:40
ვრცლად
ტრაგედია ჩელიაბინსკში - სადარბაზოს ნგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 37 ადამიანამდე გაიზარდა

ჩელიაბინსკის ოლქის ქალაქ მაგნიტოგორსკში საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულებს გლოვობენ.

ბოლო მონაცემებით, ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 37-მდე გაიზარდა,  4 კი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა. დაღუპულთაგან, რომელთა შორის ბავშვებიც არიან, 22-ის ვინაობა უკვე დადგენილია.

დღეიდან რუსეთის ხელისუფლებამ მათი ოჯახებისთვის მილიონი რუბლის ოდენობის კომპენსაციის გადახდა დაიწყო. ტრაგედია მაგნიტოგორსკში 31 დეკემბერს მოხდა.

 ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად 10 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა. ადგილზე დამატებითი ნგრევის საფრთხეც არსებობს.

დღის ამბები