03 ოქტომბერი 2024,   06:42
ვრცლად
რუსული მავთულხლართების ტყვეობაში მყოფი ოჯახი სოციალური დახმარების გარეშეც დარჩა

უკვე წელიწადნახევარია, რუსული მავთულხლართების მიღმა დარჩენილი ოჯახი სოციალურ დახმარებასაც ვერ იღებს.

80 წლის დათო ვანიშვილის ერთადერთი იმედი ამჯერად მხოლოდ მისი მეზობლები არიან.

სოციალური აგენტი ზემო ხურვალეთში მცხოვრებ ვანიშვილებთან ვერ მიდის მდგომარეობის შესაფასებლად, რაც ხანდაზმულებისთვის სოციალური დახმარების შეწყვეტის მიზეზი გახდა.

 

ავტორები: დავით კაკულია, იზო ჩუბინიძე, დავით ჯაყელი

დღის ამბები