03 ოქტომბერი 2024,   06:32
ვრცლად
21 მარტის აქცია - სამეგრელოდან თბილისისკენ კოლონა დაიძრა

21 მარტის აქციის დაწყებამდე რამდენიმე საათია დარჩენილი. დილიდან საქართველოს სხვადასხვა რაიონულ ცენტრებში კი ხალხმრავლობაა. 

ხალხმრავლობა იყო ზუგდიდში სადაც თბილისში დაგეგმილ აქციაში მონაწილეობის მისაღებად მოქალაქეები დილის 7 საათიდან იკრიბებოდნენ. 

როგორც კურიერთან დეპუტატი აკაკი მინაშვილი აცხადებს ზუგდიდში იმაზე მეტი ადამიანი შეიკრიბა ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო. 

როგორც "კურიერის" ჟუნრალისტი ზუგდიდიდან აცხადებს, კოლონა ზუგდიდიდან ტრანსფარანტებითა და დროშებით 3 ნაწილად დაიყო. 

კოლონები სამეგრელოს სხვა რაიონულ ცენტრებში გაჩერდებიან და მათთან ერთად გააგრძელებენ, გზას თბილისისკენ. 

სამეგრელოს კოლონას დეპუტატები აკაკი მინაშვილი და მარიამ საჯაია, ასევე ანი ნადარეიშვილი და თენგიზ გუნავა მიუძღვებიან 

 

 

 

 

დღის ამბები