28 სექტემბერი 2024,   15:38
ვრცლად
სროლა კიოლნის რკინიგზის სადგურის მახლობლად

გერმანიაში, ქალაქ კიოლნის ცენტრალური რკინიგზის სადგურის მახლობლად სროლა იყო.  სამართალდამცველებმა ერთი ეჭვმიტანილი მომხდარიდან მალევე დააკავეს.

პოლიციამ სადგურისა და კიოლნის კათედრალის მიმდებარე ქუჩებიც გადაკეტა, მთლიანად შეამოწმეს შენობაც.

გავრცელებული ცნობით, ძალოვანები კიდევ სამ ეჭვმიტანილს, მათ შორის, ერთ ქალს ეძებენ, რომლებმაც შემთხვევის ადგილიდან მიმალვა შეძლეს.

მომხდარის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.  

დღის ამბები