28 სექტემბერი 2024,   15:38
ვრცლად
ტრამპი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებითა და ე.წ. "შათდაუნის" წლების განმავლობაში გაგრძელებით იმუქრება

დონალდ ტრამპი შეერთებულ შტატებში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებითა და ე.წ. "შათდაუნის" წლების განმავლობაში გაგრძელებით იმუქრება.

განცხადება პრეზიდენტმა თეთრ სახლში კონგრესის დემოკრატ ლიდერებთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა. მიზეზი კი საკანონმდებლო ორგანოს ბიუჯეტის მიღებასთან დაკავშირებული პრობლემებია.

დემოკრატები ამერიკა-მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობისთვის 5 მილიარდის დოლარის გამოყოფას ეწინააღმდეგებიან, ტრამპი კი აცხადებს, რომ დოკუმენტიდან ამ პუნქტის ამოღების შემთხვევაში, მთავრობის მუშაობის აღდგენის ყველა კანონპროექტს დაბლოკავს.

ამ უთანხმოების გამო, სამთავრობო უწყებების ნაწილის დაფინანსება 22 დეკემბრიდან შეწყდა და ისინი მოვალეობას ამ დრომდე ვერ ასრულებენ. 

დღის ამბები