28 სექტემბერი 2024,   15:41
ვრცლად
4 წელი "შარლი ებდოს" ტრაგედიიდან - პარიზში დღეს სამგლოვიარო ცერემონია გაიმართება

"შარლი ებდოს" ტერაქტიდან 4 წელი გავიდა. პარიზში დღეს გაზეთის რედაქციაზე თავდასხმის დროს დაღუპულებს გაიხსენებენ. ტრადიციულად სამგლოვიარო ცერემონია პარიზში გამოცემის ოფისთან გაიმართება. ტრაგედიის ადგილზე გაზეთის თანამშრომლები, დაღუპულთა ოჯახის წევრები და პოლიტიკოსები შეიკრიბებიან.

2015 წლის 7 იანვარს, რედაქციის შენობაში დაჯგუფება ალ-ქაიდას 2 წევრი შეიჭრა და გაზეთის თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნა. შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა. 

ორდღიანი სპეცოპერაციის შედეგად სამართალდამცველებმა ორივე თავდამსხმელი მოკლეს. 

დღის ამბები