28 სექტემბერი 2024,   15:39
ვრცლად
ე.წ. "შათდაუნის" დასასრულებლად დონალდ ტრამპი კონგრესს კომპრომისს სთავაზობს

ე.წ. "შათდაუნის" დასასრულებლად დონალდ ტრამპი კონგრესის წარმომადგენლებს შესაძლო კომპრომისს სთავაზობს. შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, კედელი ამერიკისა და მექსიკის საზღვრის გასწვრივ შესაძლოა, ბეტონის ნაცვლად ფოლადისგან დამზადდეს, რაც მშენებლობის ხარჯებს შეამცირებს. 

ტრამპის თქმით, ის გადაწყვეტილებას კედლის მშენებლობის შესახებ არ შეიცვლის და მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებითაც დაემუქრა. საზღვარზე უსაფრთხოების კედლის დაფინანსება ამ დრომდე რჩება პრეზიდენტსა და დემოკრატებს შორის განხეთქილების საგნად, რის გამოც ვერ ხდება ფედერალური ბიუჯეტის დამტკიცება.

უკვე მესამე კვირაა შეერთებულ შტატებში ე.წ. "შათდაუნი"გრძელდება, რის გამოც ფედერალური სამსახურების ასობით ათასი მუშაკი ხელფასების გარეშეა დარჩენილი.

დღის ამბები