28 სექტემბერი 2024,   15:38
ვრცლად
ოქროს გლობუსის 76- დაჯილდოება - წლის ფავორიტი "ბოჰემური რაფსოდია" გახდა

ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციამ წლის რჩეულები დაასახელა. ოქროს გლობუსის რიგით 76-ე დაჯილდოების ცერემონია ტრადიციულად ლოს-ანჯელესში გაიმართა. შოუს ფავორიტი "ბოჰემური რაფსოდია" გახდა. ჯგუფ "ქვინის" შესახებ გადაღებულმა ფილმმა ოქროს გლობუსი საუკეთესო.

მხატვრული ფილმის კატეგორიაში მიიღო. მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებითვის ჯილდო კი რემი მალეკს ერგო, რომლმაც სურათში ფრედი მერკური განასახიერა. დრამატულ მხატვრულ ფილმში ქალის როლის საუკეთესო შერულებისთვის პრიზი გლენ ქლოუზმა დაიმსახურა. საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი ალფონსო კუარონის "რომა" გახდა.

საუკეთესო რეჟისორად კი თავად ალფონსო კუარონი აღიარეს. კომედიური ჟანრის ფილმში მამაკაცებს შორის საუკეთესო შემსრულებლად კრისტიან ბეილი დასახელდა, ამავე ნომინაციაში კი ქალებს შორის ოლივია კოულმანმა გაიმარჯვა.

კ​რიტიკოსების წინასწარმეტყველება არ გამართლდა ფილმ "ვარსკვლავი იბადება"-სთან დაკავშირებით. 5 ნომინაციაზე წარდგენილმა ფილმმა, რომელშიც მთავარ როლებს ლედი გაგა და ბრედლი კუპერი ასრულებენ, გლობუსი მხოლოდ საუკეთესო სიმღერისთვის აიღო.

დღის ამბები