28 სექტემბერი 2024,   15:42
ვრცლად
მსოფლიო პატრიარქის მიერ გადაცემული ტომოსი კიევის წმინდა სოფიის სახელობის ტაძარში გამოფინეს

განსაკუთრებულად აღნიშნავენ წლევანდელ შობას უკრაინაში. დღესასწაულს უკრაინის ეკლესია ავტოკეფალიის მოპოვებით შეხვდა.

ტომოსი დამოუკიდებელი ეკლესიის ჩამოყალიბების შესახებ მსოფლიო პატრიარქმა კიევისა და უკრაინის მიტროპოლიტს გუშინ გადასცა. დღეს კი დოკუმენტი კიევის წმინდა სოფიის სახელობის ტაძარში გამოფინეს. მისი ნახვა ყველა უკრაინელს შეუძლია.

ტაძარში საზეიმო ღვთისმსახურება მიმდინარეობს, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტი და სხვა მაღალჩინოსნები ესწრებიან.

დღის ამბები