28 სექტემბერი 2024,   15:40
ვრცლად
სამხედრო გადატრიალება გაბონში - არმიამ ლიბრევილის ქუჩებში ჯავშანტექნიკა გაიყვანა

გაბონში სამხედრო გადატრიალების მიზნით არმიამ სახელმწიფო რადიოს შენობა დაიკავა და ხელისუფლების ხელში აღების შესახებ გამოაცხადა. დედაქალაქ ლიბრევილის ქუჩებში ტანკები და ჯავშანმანქანები გაიყვანეს. არმიის ოფიცრების თქმით, გადატრიალება გაბონში დემოკრატიის აღდგენის მიზნით მოაწყვეს.

ნავთობით მდიდარ აფრიკულ ქვეყანას 50 წელია ერთი ოჯახის წევრები მართავენ. ხელისუფლება გადატრიალების მოწყობას უარყოფს და აცხადებს, რომ ამბოხებულების ოთხი ლიდერი დააკავა, ერთს კი ეძებენ. თავად გაბონის პრეზიდენტი უკვე ორი თვეა ქვეყანაში არ იმყოფება. ის ინსულტის გადატანის გამო მაროკოში მკურნალობს.

დღის ამბები