03 ოქტომბერი 2024,   06:45
ვრცლად
ვარდების მოედანზე შეკრებილი მოსახლეობა ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას აპროტესტებს

მოსახლეობაა შეკრებილი ვარდების მოედანზე. ისინი აქციაზე მისვლის მიზეზებზე საუბრობენ. მომიტინგეებს შორის დედაქალაქში მაცხოვრებლებთან ერთად, რეგიონებიდან ჩამოსულებიც არიან.  მათი უმეტესობა დასავლეთ საქართველოდან ჩამოვიდა. ისინი ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას აპროტესტებენ.

ვარდების მოედანზე იმყოფებიან პოლიტიკოსებიც. გიორგი ბარამიძე იმედს გამოთქვამს, რომ მიუხედავად ხელისუფლების უნიათობის გამო მოსახლეობის გაღიზიანებისა, დღევანდელი აქცია მშვიდობიანად ჩაივლის.

კაკო ბობოხიძის განცხადებით, ხელისუფლებისგან ყველაფერია მოსალოდნელი, მაგრამ იმედოვნებს, რომ აქცია პროვოკაციების გარეშე ჩაივლის.

„რაც უფრო მალე ვეტყვით ამ ხელისუფლებას არას, მით უფრო მალე გამოვალთ იმ მძიმე მდგომარეობიდან, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მეშვეობით დღეს ჩვენს თავს ტრიალებს,“ - აცხადებს აკაკი ბობოხიძე.

„ყველაფერი, რაც დღეს ხდება, არის ამ ხელისუფლების, ბიძინა ივანიშვილის დამსახურება. ამიტომ ეს მთავრობა უნდა გადადგეს, ამას ქართველი ხალხი დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურებს თავისი გადაწყვეტილებით,“ - განაცხადა პავლე კუბლაშვილმა.   

დღის ამბები