03 ოქტომბერი 2024,   06:35
ვრცლად
იტალიელები გუდაურის შესახებ დოკუმენტურ ფილმს იღებენ

იტალიელები გუდაურის შესახებ დოკუმენტურ ფილმს და კლიპებს იღებენ.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, იტალიიდან საქართველოს სპორტული სათხილამურო ბრენდ NORDICA-სა და BAPU Film-ის ჟურნალისტთა და თავისუფალი სტილით მოთხილამურეთა 8 კაციანი ჯგუფი ეწვია.

გადამღები ჯგუფი 12-წუთიან დოკუმენტურ ფილმზე მუშაობს, რომელიც იტალიური ეროვნული ტელეკომპანების, Italia Uno-ს და Rai-ს ეთერით გადაიცემა.

სოციალური ქსელებითა და ვებგვერდებზე კი ოთხი ორწუთიანი ვიდეორგოლი გავრცელდება. გუდაურში გადაღებული ფოტოები კი National Geographic-ის Facebook გვერდზე გამოქვეყნდება.

საქართველოს შესახებ სტატიები დაიბეჭდება ჟურნალ „Sciare“-ში.

სამთოკურორტის გარდა ჟურნალისტები საქართველოს კულტურის, ტურიზმისა და ქალაქების შესახებ რეპორტაჟებს მოამზადებენ.

დღის ამბები