19 მაისი 2024,   16:36
ვრცლად
პარლამენტმა სასწრაფოდ უნდა განსაზღვროს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმები - არასამთავრობოები სიის გაწვევას ითხოვენ

როგორ უნდა შეირჩნენ მოსამართლეები, რომლებსაც პარლამენტი პოზიციებზე უვადოდ დაამტკიცებს - საკანონმდებლო ორგანოს მიერ კრიტერიუმების შემუშავების აუცილებლობაზე
საუბრობს არასამთავრობო სექტორი.

არასამთავრობო ორგანიზაციები არსებული სიის უკან გაწვევის მნიშვნელობასა და მმართველი გუნდის პასუხისმგებლობაზე ამახვილებენ ყურადღებას.

„აუცილებელია, პარლამენტმა სასწრაფოდ დაიწყოს მუშაობა იმ პროცედურებისა და კრიტერიუმების განსასაზღვრად რომლის საფუძველზეც უნდა მოხდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დასახელება. ახლა ნომინირებული ადამიანების იქ დანიშვნა შეიძლება აღმოჩნდეს კატასტროფული შედეგების მომტანი“-ამბობს  არასამთავრობო ორგანიზაცია ”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას” თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძე.

სასამართლო სისტემის ხარვეზებზე საუბარს კი კოალიცია "დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისთვის" დღევანდელ ბრიფინგზე აპირებს.

დღის ამბები