03 ოქტომბერი 2024,   06:36
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობა შენობებში შეჭრას გეგმავს"- სახალხო დარბაზის აქცია სამებასთან

"ნაციონალური მოძრაობა შენობებში შეჭრას გეგმავს," - ამ საგანგებო განცხადებას სრულიად საქართველოს სახალხო დარბაზის პრესსსამსახური ავრცელებს.

ორგანიზაციის წევრები კი ამ წუთებში თბილისის სამების საკათედრო ტაძართან კონტრაქციას მართავენ. 

აქციის მონაწილეები მოსახლეობას მიმართავენ და ნაციონალური მოძრაობის გეგმების შესახებ ესაუბრებიან. 

აქციის მონაწილეების ჩაცმულობა ჯინსის შარვალი, შავი მაისურები და ფაფახებია. 

"არ ვაპირებთ ძალადობას. თუ ნაციონალური მოძრაობა პროვოკაციულ ქმედებებს მოახდეს, თავისუფლების, დამოუკიდებლობის სადარაჯოზე დავდგებით. ველოდებით, რომ საინფორმაციო მიტინგის დაწყებადე დარბაზის მონაწილეები კიდევ შემოგვიერთდებიან,"- აცხადებენ კონტრქციის მონაწილეები. 

დღის ამბები