03 ოქტომბერი 2024,   06:37
ვრცლად
„წერტილი დავუსვათ კოლბიდან საქართველოს მართვას“ - გიგა ბოკერია

გიგა ბოკერიამ თავისუფლების მოედანზე შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით მიმართა და ხელისფლების გადადგომის მიზეზებზე ისაუბრა.

„ათასი ადამიანის აქ ყოფნას არის გარანტი იმისა, რომ არავის დავუთმობთ ჩვენი ქვეყნის მომავალს. განსაკუთრებით კოლბაში გამომწყვდეულ მილიარდელს და მის თოჯინებს კანცელარიაში.

"თითქმის სამი წელია, ვუყურებ, როგორ ანგრევენ ჩვენს ქვეყანას და როგორ დააყენეს უფსკრულისკენ მიმავალ გზაზე. ჩვენი ვალია, რომ ამას წერტილი დავუსვათ.

"გარდა მათი ნათესავებისა და ახლობლებისა, რომელიც უხვად დაასაჩუქრეს და თანამდებობებზე დანიშნეს, არ არსებს ოჯახი, რომლის ცხოვრებაც არ გაუარესდა. მაგრამ, ყველა ვხედავთ, რომ უფსკრულისკენ მიდის ჩვენი ქვეყანა.  ყველა ჩვენგანის მომავლისთვის უნდა წერტილი დავუსვათ კოლბიდან საქათველოს მართვას,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ნაციონალების ერთ-ერთმა ლიდერმა დღესვე დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს საერთაშორისო დღე მიულოცა.  

დღის ამბები