03 ოქტომბერი 2024,   06:37
ვრცლად
პოლიტიკური შერიგება და ეკონომიკური ამნისტია - დავით ბაქრაძის 2 მთავარი ინიციატივა ხელისუფლებასი მოსვლის შემთხვევაში

დავით ბაქრაძემ აქციაზე ინიციატივა გააჟღერა. მისი თქმით ხელისუფლებაში მოსვლისთანავე პოლიტიკურ ამნისტიას გამოაცხადებს.

„დღეს, ამ მოედანზე, ქართველი ხალხის წინაშე, მე საჯაროდ პირობას ვდებ, რომ, როდესაც მე მოვალ ხელისუფლებაში, პირველი ორი ინიციატივა, რომელსაც პირადად მე წამოვაყენებ, იქნება პოლიტიკური შერიგება და ეკონომიკური ამნისტია იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ წერტილი უნდა დავუსვათ დაპირისპირებას, ზიზღს, ერთმანეთის ქვებით დევნას," - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ქართული ოცნების მხარდამჭერებს და ბიზნესმენებსაც მიმართა.

„ნუ გეშინიათ, რადგან ჩვენ დავუსვამთ წერტილს დაპირისპირებას და იქნება ეროვნული შერიგებისკენ გადადგმული ნაბიჯი,“ - განაცხადა ბაქრაძემ.  

დღის ამბები