03 ოქტომბერი 2024,   06:32
ვრცლად
„საქართველო არ არის პატარა სოფელი, როგორც ჩვენ მოგვიწოდებენ“ - მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილმა აქციაზე მიმართვისას ევროპული კურსის უალტერნატივობაზე გაამახვილა ყურადღება.

„სიმართლე არის ის, რომ საქართველო არ არის პატარა სოფელი, როგორ ჩვენ მოგვიწოდებენ. ჩვენ ვართ ძალიან საამაყო, განსაკუთრებული, დიდი პოტენციალის მქონე ქვეყანა, რომელიც იყო დიდი რეგიონალური მოთამაშე და აუცილებლად  გახდება მსოფლიო მასშტაბის სუბიექტი, როგორც ჩვენ ამისკენ მივისწრაფოდით, ვინც როგორ არ უნდა დააყენოს ეს ეჭვქვეშ.

"სიმართლე არის ის, რომ ნათესაობით, მეგობრობით, ძმაკაცობით, კორუფციით და ამ ნეპოტიზმით არ უნდა ინიშნებოდეს ხალხი მთავრობაში ან სხვა ადგილებზე. ყველა ადამიანს უნდა გავუხსნათ გზა თავის ნიჭის, უნარის მიხედვით და არა ვიღაცის  მამებს, დედებს ბიძაშვილებს და შვილებს. ყველასთვის გზა ხსნილია. თუმცა, ისინი უნდა აკმაყოფილებდნენ მოთხოვნებს და არა ისე, როგორც დღეს ყველაფერი ჩაწყობით, იმ სისტემით არის, რომელიც მეგონა, რომ ერთხელ და სამუდამოდ მოვიშორეთ.

"არანაირი ალტერნატივა არ არსებობს ევროპული კურსის, თავის ყველა ხარვეზის მიუხედავად და ვირეშმაკობით საქართველომ შეიძლება მხოლოდ წააგოს და არაერთხელ წაუგია თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტრიის მანძილზე. ჩვენ მივდიოდით სწორი მიმართულებით და იმ მიმართულებაზე უნდა დავბრუნდეთ მყარად.

"ივანიშვილამდე, ვარდების რევოლუციის შემდეგ, არათუ ინგრეოდა ქვეყანა, ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ტემპით ვითარდებოდა. დღეს საქართველო ინგრევა და ეს ნგრევა უნდა შეჩერდეს,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.   

დღის ამბები