28 სექტემბერი 2024,   15:43
ვრცლად
ანგელა მერკელის ათენში ვიზიტის მოწინააღმდეგეთა აქცია, პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა

საპროტესტო აქცია ათენში პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. მომიტინგეები რომლებიც საბერძნეთში გერმანიის კანცლერის ვიზიტს აპროტესტებდნენ, სამთავრობო შენობებისკენ გადაადგილებას შეეცადნენ, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს.

პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი აირი გამოიყენა. მომიტინგეებმა მათ ქვები და ჯოხები დაუშინეს.

ანგელა მერკელის საბერძნეთში ვიზიტის პერიოდში ადგილობრივმა ხელისუფლებამ დემონსტრაციები დროებით აკრძალა. მიუხედავად ამისა საპროტესტო აქციაზე რამდენიმე ასეული ადამიანი გამოვიდა.

გერმანიის კანცლერმა ათენში შეხვედრები საბერძნეთის პრემიერ მინისტრსა და ოპოზიციის ლიდერებთან გამართა.

დღის ამბები