28 სექტემბერი 2024,   15:41
ვრცლად
იემენში, სამხედრო აღლუმზე მომხდარ თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა

იემენში, სამხედრო აღლუმზე მომხდარ თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა. ამბოხებული ხუსიტების კუთვნილი დრონები, რომლებზეც ასაფეთქებელი მოწყობილობები იყო დამონტაჟებული, სამხედრო მაღალჩინოსნების სიახლოვეს აფეთქდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაიღუპა 5, ხოლო დაშავდა რამდენიმე ადამიანი.

აღლუმი დახურულ სამხედრო ბაზაზე, გაძლიერებული უსაფრთხოების ფონზე მიმდინარეობდა.

იემენში სამოქალაქო ომი უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს.

დღის ამბები