28 სექტემბერი 2024,   15:40
ვრცლად
18 წლის საუდელი თინეიჯერი, რომელსაც ოჯახი მოკვლით ემუქრებოდა, ტორონტოში ჩავიდა

18 წლის საუდელი თინეიჯერი, რომელსაც ოჯახი მოკვლით ემუქრებოდა, ტორონტოში ჩავიდა. რაჰაფ ქუნუნს აეროპორტში კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი დახვდა და ძალიან მამაცი ახალი კანადელი უწოდა.

გოგონა რამდენიმე დღის განმავლობაში ბანგკოკის აეროპორტში, სასტუმროს ნომერში იყო ჩაკეტილი და სამშობლოში დაბრუნებაზე უარს აცხადებდა.

მისი მტკიცებით, ისლამის უარყოფის გამო, მას საუდის არაბეთში საფრთხე ემუქრებოდა. საბოლოოდ, რაჰაფ ქუნუნს კანადამ თავშესაფარი მიანიჭა და ის ცხოვრებას ახალ სახლში გააგრძელებს. 

დღის ამბები