03 ოქტომბერი 2024,   06:34
ვრცლად
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომლები აშშ-ში ტრენინგს გაივლიან

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომლები ამერიკის შეერთებულ შტატებში ტრენინგს გაივლიან. უწყების 25 თანამშრომელი ამერიკაში უკვე გაემგზავრა.

ხვალიდან ისინი კოლორადოს შტატის სასჯელაღსრულების დაწესებულებების მართვის საერთაშორისო სასწავლო ცენტრში ორი კვირის განმავლობაში კრიზისების მართვის კუთხით თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას მიიღებენ. ამერიკის საელჩოსა და სასჯელაღსრულების სამინისტროს შორის მემორანდუმი 2014 წელს გაფორმდა - პროექტი ორ წლიანია.

დღის ამბები