03 ოქტომბერი 2024,   06:34
ვრცლად
ავტოავარიას თურქეთში 9 წლის ქართველი გოგონა ემსხვერპლა

9 წლის ქართველი გოგონა დაიღუპა თურქეთში ავტოავარიის შედეგად. გავრცელებული ინფორმაციით, ლანჩხუთის პირველი საჯარო სკოლის მეოთხეკლასელი ანა მუკბანიანი თურქეთში ბებიასთან ერთად სავაჭროდ იყო ჩასული.

ავარია, რომელმაც გოგონას სიცოცხლე შეიწირა, საქართველოს საზღვართან ახლოს, ქალაქ ქემალ-ფაშასთან გზაზე მოხდა.

მანქანა ფეხით მიმავალს დაეჯახა. ბავშვის ცხედარი უკვე ლანჩხუთშია გადასვენებული.  

დღის ამბები