03 ოქტომბერი 2024,   06:35
ვრცლად
"ევრაზიის ინსტიტუტის" ორიგინალური აქცია ქიმიური ხსნარებით

თბილისში უჩვეულო აქცია გაიმართა. ორგანიზაცია "ევრაზიული კავშირის" წარმომადგენლები სახელმწიფო კანცელარიასთან შეიკრიბნენ და ტერიტორიაზე ქიმიური სადეზინფექციო ხსნარი მოასხეს. 

როგორც აქციის მონაწილეები განმარტავენ, ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც გუშინ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები კანცელარიასთან მთავრობის გადადგომის მოთხოვნით შეიკრიბნენ. 

"მათ იდეოლოგიურად დააბინძურეს გარემო და ჩვენ დავასუფთავეთ ეს ტერიტორია," - აცხადებენ აქციის მონაწილეები. 

 

 

 

დღის ამბები