28 სექტემბერი 2024,   15:45
ვრცლად
დონალდ ტრამპი რუსეთთან კავშირების და პუტინთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას უარყოფს

დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისა და რუსეთთან კავშირების შესახებ ამერიკული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი აცხადებს, რომ მას რუსეთის სასარგებლოდ არასდროს უმუშავია და არც თარჯიმნების ჩანაწერების შესახებ არაფერია მისთვის ცნობილი.

ცნობა, რომ, თითქოს, მან რუსეთის ლიდერთან შეხვედრის დეტალები დამალა და თარჯიმნებს ჩანაწერები ჩამოართვა, ვაშინგტონ პოსტმა გაავრცელა, ნიუ იორკ თაიმსმა კი დაწერა, რომ ფედერალური საგამოძიებო ბიურო გამოძიებას აწარმოებს, მუშაობდა თუ არა დონალდ ტრამპი რუსეთის სასარგებლოდ.

პრეზიდენტი აცხადებს, რომ სტატიებს გაეცნო და ორივე ცნობას "ყალბ ახალ ამბებს" უწოდებს.

დღის ამბები