03 ოქტომბერი 2024,   06:37
ვრცლად
თურქეთში 9 წლის ბავშვის გარდაცვალების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს 9 წლის ქართველი ბავშვის გარდაცვალების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ინფორმაცია "კურიერს" ამის შესახებ ტრაბზონში გენერალური კონსულის მოადგილემ გიორგი ყურშიტაშვილმა მიაწოდა. 

მისი განცხადებით, მათ მომხდარის შესახებ ინფორმაცია გუშინ მიიღეს და დროულად მოახერხეს ცხედრის სამშობლოში გადასვენება. 

ყურშიტაშვილის განცხადებით, სამართალდამცველი ორგანოს წარმომადგენლები საქმის მიმდინარეობის შესახებ საკონსულოს ინფორმაციას ხვალ მიაწოდებენ. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები