19 მაისი 2024,   17:59
ვრცლად
სისხლიანი დაპირისპირება ვერაზე - პოლიციამ ორი პირი დააკავა

თბილისის ცენტრში მომხდარი სისხლიანი თავდასხმის სავარაუდო მონაწილეები დაკავებულები არიან. 29 წლის ახალგაზრდა განზრახ მკვლელობის მცდელობის, ხოლო 33 წლის მამაკაცი კი დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააპატიმრეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული განზრახ მკვლელობის მცდელობის შემთხვევაში 7-დან 15 წლამდე ვადით, ხოლო დანაშაულის შეუტყობინებლობა 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 15 იანვარს თბილისში, გ.ა.-მ, რომელიც  ავტომანქანით გადაადგილდებოდა, 1988 წელს დაბადებულ ზ.კ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა.

ჩატარებული ოპერატიული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მომხდარიდან რამდენიმე საათში პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით გ.ა. დააკავა.  გ.ა  საავადმყოფოშია მოთავსებული, რომელიც სამართალდამცველებთან მისი დაჭრის ფაქტზე არ თანამშრომლობს.  შინაგან საქმეთა სამინისტრო მის დაჭრასთან დაკავშირებით, დამნაშავის იდენტიფიცირების და დაკავების მიზნით, საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებს.

პოლიციამ დაკავებული გ.ა.-ს მეგობარი კ.ჯ. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავა,"- აღნიშნულია შსს-ის განცხადებაში. 

დაჭრილი ზურაბ კუჭავა და რამდენიმე პირი თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე პოლიციის განყოფილებაში მთელი ღამის განმავლობაში იკითხებოდნენ.

ვერაზე მომხდარი დაპირისპირების ერთ-ერთი მონაწილე საავადმყოფოდან გუშინ გვიან ღამით გაწერეს. „კურიერის“ ინფორმაციით, მან სამართალდამცველებთან მომხდარის დეტალებზე არ ისაუბრა და დაზიანებები შემთხვევითობას დაუკავშირა

რაც შეეხება მეორე დაჭრილს, გიორგი ადუაშვილს, რომელსაც 6 ჭრილობა აქვს მიყენებული, კვლავ კლინიკაში რჩება.

დედაქალაქის ცენტრში მომხდარი ორმხრივი სროლა, შესაძლოა, გიორგი მარგველაშვილის სიძის სამეგობროს კონფლიქტს უკავშირდებოდეს.

დღის ამბები