19 მაისი 2024,   18:00
ვრცლად
გაწვევა/არგაწვევის საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნილია - თალაკვაძე მოსამართლეთა სიაზე

ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის მოთხოვნებს, რომელიც უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებელ მოსამართლეთა სიის შემადგენლობის შეცვლას ეხება, მმართველ გუნდში პასუხობენ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის თქმით, მოსამართლეთა სიის შემადგენლობის გაწვევა არ მოხდება. ის კანონმდებლობის ცვლილებაზე საუბრობს. 

თალაკვაძის თქმით, მიღწეულია პოლიტიკური შეთანხმება, რომ რეგულაციებზე მუშაობა დაიწყება და მისი განცხადებით, ყველა მხარესთან უნდა მოხდეს თანამშრომელობა იმ რეგულაციებთან დაკავშირებით, რომელიც სასამართლოს უკავშირდება. 

„პოლიტიკური შეთანხმება მიღწეულია, რომ ჩვენ ვიმუშავებთ რეგულაციებზე, რაც პროცედურებს და კრიტერიუმებს მოიცავს და ორგანული კანონის სახით დამუშავება და ამ კანონს ექნება უკუძალა, შესაბამისად, გაწვევა/არგაწვევის საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნილია. მნიშვნელოვანია, მოხდეს თანამშრომლობა ყველა ძირითად მხარეს შორის იმ რეგულაციებთან დაკავშირებით, რომელიც სასამართლოს უკავშირდება და უნდა წავიდეთ თანამშრომლობის გზით. ის, რომ ყველამ თავისი პროექტი, თავისი ინიციატივა დააყენოს, რა თქმა უნდა, ეს მიუთითებს დიდ ინტერესზე, მაგრამ საზოგადოებას სჭირდება, რომ ნახოს თანამშრომლობა,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. 

 

დღის ამბები