03 ოქტომბერი 2024,   06:43
ვრცლად
იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული პირი და არარსებული მტკიცებულებები ბრალდებულის მიმართ

სამცხე-ჯავახეთის პოლიციაში 2014 წლის 23 ივლსს ორი ოპერატიული შეტყობინება შევიდა. გამომძიებელმა ასეთი პატაკის არსებობა სასამართლო პროცესზე ჯვარედინი დაკითხვისას დაადასტურა.

მეორე შეტყობინებაში უკვე ცეცხლსასროლი იარაღი გაჩნდა. პოლიციამ გამოძიება დაიწყო და ახალციხესთან ახლოს, სოფელ სხვილისთან სპეცოპერაცია დაახლოებით დღის თორმეტ საათზე ჩაატარა.

ავტომობილში იარაღის აღმოჩენის შემდეგ პოლიციამ ადგილზევე, ყოველგვარი დიდი კვლევა-ძიების გარეშე გადაწყვიტა, რომ ორი პირი ადმინისტრაციული წესით წინააღმდეგობის გაწევისთვის რამდენიმე დღით დაეკავებინა, მესამის მიმართ კი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის გამო სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ავტომობილი, საიდანაც ავტომატი ამოიღეს, დაკავებულ გიორგი კაპანაძეს არ ეკუთვნოდა. ექსპერტიზის თანახმად, იარაღზე არც მისი თითის ანაბეჭდების კვალი აღმოჩნდა, შესაბამისად, დაცვის მხარისთვის გაუგებარი დარჩა არგუმენტი, რომლითაც გამოძიებამ იხელმძღვანელა და ცეცხლსასროლი იარაღი სამი დაკავებულიდან მაინცდამაინც გიოორგი კაპანაძეს მიაკუთვნა.

დაცვის მხრარემ სასამართლოზე წარმოადგინა ვიდეომასალა, რომელიც ერთ-ერთი ბენზინგასამართი სადგურის სათვალთვალო კამერამ გადაიღო. კადრში ჩანს, რომ დაკავებამდე დაახლოებით ნახევარი საათით ადრე ეჭვმიტანილები ბენზინგასამართ სადგურზე მდებარე კაფეში შედიან, ხოლო მანქანას ღიას ჩაწეული გვერდითა საქარე მინებით ტოვებენ.

დამოუკიდებელმა სასამართლო სამედიცინო ექსპერპტიზამ დაასკვნა, რომ გიორგი კაპანაძეს სხეულზე დაზიანებები მკვრივი, ბლაგვი საგნის არაერთჯერადი ზემოქმედების შედეგად აქვს მიღებული. პოლიციელების მხრიდან მეგობრის ცემის ფაქტს ამ სპეცოპერაციის თვითმხილველიც ადასტურებს.

დაკავებულის მამა პოლიციის მხრიდან მის ოჯახზე განხორციელებულ ზეწოლაზე ღიად ჰყვება.

ორი მთავარი მოწმე, რომელიც გიორგი კაპანაძესთან ერთად მანქანაში იჯდა და რომლებსაც შეეძლოთ სასამართლოსთვის ჩვენება მიეცათ, პროკურატურამ პროცესზე დასაკითხად არც კი დაიბარა, ისინი მხოლოდ პოლიციელების ჩვენებებს დაეყრდნენ.

გამოძიება არც იმით დაინტერესებულა, ამოღებული იარაღი, რომელიც ოთხი სხვადასხვა ავტომატის დეტალისგან შედგებოდა, ხომ არ ფიგურირებდა რომელიმე სხვა საქმეში.

პირველ აპრილს დანიშნულ პროცესზე მხარეები დასკვნით სიტვას იტყვიან. გამოძიება მიმდინარეობას გიორგი კაპანაძის ცემის ფაქტზეც. სასამართლო საბოლოო ვერდიქტს აპრილის დასაწყისში გამოაცხადებს

სწორედ მაშინ გაირკვევა, გიორგი კაპანაძე ოჯახს დაუბრუნდება, თუ დავა ზემდგომ ინსტანციაში გაგრძელდება.

ავტორები:გიორგი გვიშიანი, აკა ჯორბენაძე

დღის ამბები