03 ოქტომბერი 2024,   06:47
ვრცლად
დაუნის სინდრომი - დაავადება თუ ჩვეულებრივი მოვლენა, რომელიც ნებისმიერი ჩვენგანის ოჯახში შეიძლება მოხდეს

გიორგი ასათიანი ათი წლის წინ, 27 მარტს დაუნის სინდრომით დაიბადა.

სკოლაში გატარებული პირველი წელი გიორგისთვის ადვილი არ ყოფილა. რთული ქცევის კორექცია მასაც სხვა პირველკლასელების მსგავსად დასჭირდა, თუმცა მისი თანაკლასელების და პედაგოგოგების ძალისხმევამ შედეგი გამოიღო. დღეს გიორგი 47-ე სკოლაში უკლებლივ ყველა გაკვეთილს ესწრება და აკადემიური მოსწრების თვალსაზრისითაც საგრძნობ პროგრესს განიცდის.

სწორი შეფასებები საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპების რღვევას მოჰყვა, რომ დაუნის სინდრომი დაავადება კი არა, გენეტიკური ცვლილებაა, არ არის მემკვიდრეობითი, არც გადამდები. დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი შეიძლება ეყოლოს ნებისმიერ ადამიანს, სოციალური კუთვნილების, რასისა და ასაკის მიუხედავად და რომ ისინი საკუთარი ტემპის მიხედვით სწავლობენ და ვითარდებიან.

დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების პატივსაცემოდ პირველად 21 მარტი 2006 წელს აღნიშნეს, თუმცა ეს თარიღი პოპულარული გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ გახადა, რომელმაც 2011 წელს 10 ნოემბერს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ 21 მარტი გამოაცხადა. თარიღი წელს საქართველოშიც აღნიშნეს.

სადღესასწაულო მსვლელობა, რომელიც ვაკის პარკიდან დაიწყო და უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან დასრულდა, კავშირის ”ჩვენი ბავშვების” თაოსნობით მოეწყო.

დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა საერთაშორისო დღე საქართველოში უკვე მეოთხედ აღინიშნა. ორგანიზატორები იმედს იტოვებენ, რომ მთავრობის წევრებისა და საზოგადოებისათვის ცნობილი ადამიანების აქტიურობა, რომელიც ამ თარიღს წინ უძღოდა, მხოლოდ ერთკვირიანი არ იქნება და წინდების ხელზე ჩამოცმითა და სოციალურ ქსელებში ფოტოების ატვირთვით არ შემოიფარგლება.

ავტორები:გიორგი გვიშიანი, აკა ჯორბენაძე

ამავე თემაზე
დღის ამბები