03 ოქტომბერი 2024,   06:35
ვრცლად
სასაზღვრო სოფლები და მუდმივ შიშში მყოფი მოსახლეობა

ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზიდან ერთი ადამიანი გაიტაცეს, სკოლა კი დაარბიეს. შემთხვევა სოფელ დისევსა და გუგუთიანთკარს შორის საოკუპაციო ხაზთან მოხდა. 

რუსი ოკუპანტების მიერ სკოლის დანგრევის პროცესს ადგილობრივები ხედავდნენ, თუმცა სკოლას, სადაც ისინი სწავლობდნენ, ვერაფრით ეხმარებოდნენ. 

კიდევ ერთი ინციდენტი სოფელში 12 მარტს მოხდა. ოკუპანტებმა რამაზ ბეღელაური გაიტაცეს. არსებული ინფორმაციით, ბეღელაური გარდაცვლილი შვილის საფლავიდან რუსმა სამხედროებმა გაიტაცეს და ცხინვალში გადაიყვანეს. ოჯახს მომხდარის შესახებ შეატყობინეს, თუმცა მათ გამოსასყიდის ფული არ აქვთ.

ოფიციალურად კი საქმეში შინაგან საქმეთა სამინისტრო და საერთაშორისო ორგანიზაციები არიან ჩართული. მალხაზის გამოსაშვებად მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მის მსგავსად, უკანონო საზღვის გადაკვეთისთვის ამ დრომდე საქართველოს 7 მოქალაქეა უკანონოდ დაპატიმრებული, 2014 წლიდან დღემდე კი ამ ბრალდებით ცხინვალში 142 პირი წაიყვანეს.

ავტორები - გვანცა სუთიძე, ალექსანდრე თვარაძე

 

დღის ამბები