03 ოქტომბერი 2024,   06:46
ვრცლად
ლაგოდეხის მოსახლეობა წლებია დაბინძურებულ წყალს სვამს, რომელიც გრაფიკით მიეწოდებათ

ლაგოდეხში უკვე რამდენიმე წელია სუფთა სასმელი წყალი არ აქვთ. მოსახლეობა იძულებულია დაბინძურებული წყალი დალიოს, მდგომარეობა განსაკუთრებით წვიმიანი ამინდის შემდეგ მძიმდება.

მინარევებიანი წყალი ლაგოდეხის ყველა უბანში მოდის, ამას გრაფიკიც ემატება, რის გამოც ადგილობრივებს დაბინძურებული წყალიც შეზღუდვებით მიეწოდებათ.

ლაგოდეხის მოსახლეობა აცხადებს, რომ წყლის მილებიც მოძველებულია და გამტარიანობა არ აქვს, მინარევებით სავსე წყალი კი მილებს ხშირად ჭედავს.

2 წლის წინ „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია” ლაგოდეხელებს დახმარებას დაჰპირდა.

ამ დაპირებიდან წელიწადნახევარში კი კომპანიას სარეაბილიტაციო სამუშაოები არც დაუწყია. 

ავტორი:ლაშა კვესელაძე

დღის ამბები