03 ოქტომბერი 2024,   06:44
ვრცლად
რა მუხლით დაიწყო გამოძიება თურქეთში მომხდარი ავტოავარიის ფაქტზე?

ტრაბზონში საქართველოს საკონსულო არდეშენის პროკურატურიდან დღეს ელოდება ინფორმაციას, თუ რა მუხლით დაიწყო გამოძიება ავტოავარიის ფაქტზე.  

შემთხვევას, რომელიც ქალაქ ქემალ-ფაშასთან მოხდა, 9 წლის ანა მუკბანიანი ემსხვერპლა.

საკონსულოს ინფორმაციით, სატვირთო მანქანის მძღოლი, რომელიც ბავშვს დაეჯახა, დაკავებულია.

გარდაცვლილი ბავშვის ახლობლების ინფორმაციით, გოგონა თურქეთში ბებიასთან იყო წასული. იგი ლანჩხუთის პირველი საჯარო სკოლის მეოთხე კლასში სწავლობდა.

მისი ცხედარი უკვე სახლშია გადასვენებული.

ამავე თემაზე
დღის ამბები