28 სექტემბერი 2024,   15:38
ვრცლად
დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინს შორის მეორე სამიტი თებერვლის ბოლოს გაიმართება

დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინს შორის მეორე სამიტი თებერვლის ბოლოს გაიმართება.

მხარეებმა გადაწყვეტილება გუშინ თეთრ სახლში მიიღეს, სადაც შეერთებული შტატების ლიდერმა ჩრდილოეთ კორეელი კოლეგის სპეციალური წარმომადგენელი მიიღო.

მოლაპარაკებების გამართვის ადგილი ოფიციალურად ჯერჯერობით არ სახელდება, თუმცა, მედია სამიტის მასპინძელ ქვეყნად ვიეტნამს ასახელებს.

გავრცელებული ცნობით, ჩრდილოეთ კორეის ელჩს დონალდ ტრამპთან შეხვედრის დროს ამერიკის ლიდერისთვის კიმ ჩენ ინის წერილიც უნდა გადაეცა, თუმცა, მისი შინაარსი უცნობია.

მოლაპარაკების შემდეგ თეთრი სახლის პრესმდივანმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონი ფხენიანის წინააღმდეგ სანქციებს შეინარჩუნებს. 

დღის ამბები