28 სექტემბერი 2024,   15:41
ვრცლად
ადრიანა ლიმა პოდიუმზე კვლავ გამოჩნდა

ადრიანა ლიმა პოდიუმზე კვლავ გამოჩნდა. ვიქტორია სიკრეტის ყოფილმა მოდელმა, ბერლინის მოდის კვირეულის ფარგლებში, კოსმეტიკური ბრენდის მეიბელინის ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა.

ტოპ მოდელს აუდიტორია განსაკუთრებული ოვაციით შეხვდა. ადრიანა ლიმამ პოდიუმზე იცეკვა კიდეც.

37 წლის მოდელმა კომპანია ვიქტორია სიკრეტი 2018 წელს, თითქმის 20-წლიანი თანამშრომლობის შემდეგ დატოვა.  

დღის ამბები