28 სექტემბერი 2024,   15:36
ვრცლად
ტრამპი ე.წ. შათდაუნის დასასრულებლად კომპრომისისთვის მზად არის

დონალდ ტრამპი დღეს მოსახლეობისადმი საგანგებო მიმართვას გეგმავს.

ამერიკული მედიის ცნობით, პრეზიდენტი მზადაა, გარკვეულ კომპრომისზე წავიდეს და ე.წ. შათდაუნის დასასრულებლად დემოკრატებს ახალ წინადადებას შესთავაზებს, თუმცა, მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობის გეგმაზე უარის თქმას არ აპირებს.

დონალდ ტრამპი ქვეყანაში არც საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს იმისთვის, რომ კედლის მშენებლობისთვის პენტაგონის ბიუჯეტი გამოიყენოს.

თეთრ სახლსა და დემოკრატებს შორის უთანხმოების გამო ,შეერთებული შტატების სამთავრობო უწყებების ნაწილი უკვე 29-ე დღეა, დაფინანსების გარეშეა დარჩენილი.

დღის ამბები