03 ოქტომბერი 2024,   06:35
ვრცლად
გაძვირდება თუ არა სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობის ღირებულება?

გაძვირდება თუ არა სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობის ღირებულება? კომპანია "თბილისის მიკროავტობუსი" მგზავრობის ღირებულების შესაძლო გაზრდას უარყოფს. როგორც კომპანიაში "რუსთავი2-ს" დაუდასტურეს, მიკროავტობუსების მძღოლებს ყოველდღიური მოსაკრებელი 5 ლარით გაეზარდათ.

მათი განცხადებით, ამასთან დაკავშირებით კომპანია ოფიციალურ განცხადებას გაავრცელებს. 

შეგახსენებთ, დღეს დილიდან მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ სამარშრუტო ტაქსით მგზავრობა აპრილიდან გაძვირდება. 

დღის ამბები