18 მაისი 2024,   13:40
ვრცლად
აფეთქება დიდ დიღომში - დაკავებულების ადვოკატები პატიმრობის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ 

აფეთქება დიდ დიღომში - "ყაზტრანსგაზის" ყოფილი თანამშრომლების ადვოკატები პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში სავარაუდოდ დღეს გაასაჩივრებენ. უფლებადამცველების მოსამართლის განჩინების ჩაბარებას ელოდებიან.

საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების საქმეზე სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით დაკავებულებს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

თორნიკე ტატიშვილი და ვაზელ მამადიანი თავს დამნაშავედ არ ცნობენ და ამბობენ, რომ კორპუსი, სადაც მათი წამოსვლიდან რამდენიმე საათში აფეთქება მოხდა, მათ საფუძვლიანად შეამოწმეს.

ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ მომხდართან დაკავშირებით სხვა პირების პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს.

„ჩვენ ყველანაირად დავეხმარებით გამოძიებას, რომ გამოვლინდნენ სხვა პირები. ჩვენი, დაცვის მხარის მოსაზრებით, საქმეში არ არის დასაბუთებული ვარაუდი, რომ ჩაიდინა დანაშაული ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა. შესაბამისად დაცვის მხარე დადგენილ ვადაში გაასაჩივრებს სასამართლო საგამოძიებო კოლეგიაში ამ კონკრეტულ განჩინებას,“-განაცხადა ადვოკატმა ირაკლი ჩომახაშვილმა.

დღის ამბები