18 მაისი 2024,   12:49
ვრცლად
"ხალხი იმსახურებს ღირსეულ სასამართლოს","კლანი წავიდეს სახლში"  - იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან აქცია დაიწყო 

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ადვოკატები, აქტივისტები და სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფები დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთან იკრიბებიან. ისინი უმაღლესი საბჭოს არსებული შემადგენლობის შეცვლას ითხოვენ. 

აქციის ორგანიზატორების თქმით, შექმნილ პოლიტიზირებულ ვითარებაში კანონპროექტის დახვეწა გამოსავალი არ იქნება, რადგან უკეთესი კანონის პირობებშიც კი, არსებული შემადგენლობა პარლამენტს მოსამართლეთა უკეთეს კანდიდატურებს არ შესთავაზებს. აქციის მონაწილეები ხელს მოაწერენ მანიფესტს და საერთო მოთხოვნებს გაახმაურებენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები