03 ოქტომბერი 2024,   06:33
ვრცლად
აქცია ბათუმში-ბათუმის სამშობიარო სახლის ექიმებს გულგრილობასა და არაპროფესიონალიზმში ადანაშაულებენ

29 წლის მელოგინე ქალის ახლობლებმა და ოჯახის წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

ისინი ბათუმის სამშობიარო სახლის ექიმებს გულგრილობასა და არაპროფესიონალიზმში ადანაშაულებენ.

ორსული ქალი ბათუმის სამშობიარო სახლში მაღალი წნევის გამო მოათავსეს. ახლობლების თქმით, მათი თხოვნის მიუხედავად, მას საკეისრო კვეთა არ გაუკეთეს. რამდენიმე დღის შემდეგ კი პაციენტს 2 ოპერაცია ჩაუტარდა.

ახალშობილი მკვდარი დაიბადა, ქალს კი საშვილოსნო ამოკვეთეს და მძიმე მდგიმარეობაში სამშობიარო სახლიდან ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
პაციენტი რეანიმაციულ გნყოფილებაშია მოთავსებული და მისი მდგომარეობა კრიტიკულია.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, საქმე შესაასწავლად რეგულირების სააგენტოს გადაეცემა.

დღის ამბები