03 ოქტომბერი 2024,   06:38
ვრცლად
თერჯოლის გამგებელს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

თერჯოლის გამგებელსა და ერთ-ერთ მოქალაქეს შორის დაპირისპირება მოხდა.

ინციდენტი მას შემდეგ დაიწყო, რაც როსტომ გავაშელიშვილი გამგებლის - თემურ ჯაფარიძის კაბინეტში შევიდა და პასუხი მოსთხოვა იმაზე, რომ ის არ დაასაქმეს გამგეობაში.

როგორც ჯაფარიძე აცხადებს, მათ შორის მხოლოდ სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ გავაშელიშვილმა გამგებელს ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენა. თავად ჯაფარიძე აცხადებს, რომ პირი, რომელიც მას დაუპირისპირდა, ნინო ბურჯანაძის მხარდამჭერია.

თუმცა ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ გავაშელიშვილი ქართული ოცნების წევრია.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, როსტომ გავაშელიშვილი გამგეობაში ნასვამი მივიდა. 

მამაკაცი გადაყვანილია პოლიციაში და მის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 120-ე მუხლით, რაც განზრახ მსუბუქ დაზიანებას ითვალისწინებს.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები