28 სექტემბერი 2024,   15:35
ვრცლად
ტრამპმა ვენესუელას ოპოზიციის ლიდერი, ხუან გუაიდო დროებით პრეზიდენტად აღიარა

დონალდ ტრამპმა ვენესუელას ოპოზიციის ლიდერი, ხუან გუაიდო დროებით პრეზიდენტად აღიარა. შეერთებული შტატების ლიდერმა ნიკოლა მადუროს არალეგიტიმური პრეზიდენტი უწოდა და განაცხადა, რომ ხელისუფლების ერთადერთი კანონიერად არჩეული შტო ქვეყნის პარლამენტია.

ვენესუელას პრეზიდენტს, რომლის ლეგიტიმურობას არ აღიარებენ ამერიკისა და ვეროპის მთელი რიგი ქვეყნები, გადადგომისკენ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმაც მოუწოდა.

ვენესუელის პარლამენტსა და მის ოპოზიციონერ ლიდერს მხარს უჭერს ევროკავშირი. ფედერიკა მოგერინი ოფიციალურ კარაკასს ქვეყანაში რიგგარეშე არჩვენების ჩატარებისკენ მოუწოდებს. ხუან გუაიდოს პრეზიდენტობას მხარი დაუჭირა ასევე კანადამ, ბრაზილიამ და ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაციამ.

ვენესუელას ოპოზიციის ლიდერი ქვეყნის დროებით პრეზიდენტად საქართველომაც აღიარა. ამის შესახებ განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

დღის ამბები