28 სექტემბერი 2024,   15:42
ვრცლად
საპროტესტო აქციები ვენესუელაში და შეტაკება პოლიციასთან - გარდაცვლილია 16 დემონსტრანტი 

ვენესუელაში მასშტაბურ საპროტესტო აქციებს მსოფლიო გამოხმაურება მოჰყვა. ასობით ათასი ადამიანი პრეზიდენტ მადუროს წინააღმდეგ კარაკასისა და სხვა ქალაქების ქუჩებში გამოვიდა.

ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარემ საკუთარი თავი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად დაასახელა. ხუან გუაიდომ ფიცი კარაკასში, ათასობით მხარდამჭერის წინაშე სიტყვით გამოსვლისას დადო. საპასუხოდ ნიკოლა მადურომ ჯარსა და პოლიციას ერთგულებისკენ მოუწოდა და შეერთებული შტატებთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ განაცხადა.

საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა, რასაც ბოლო მონაცემებით 16 დემონსტრანტი ემსხვერპლა.

დღის ამბები