28 სექტემბერი 2024,   15:38
ვრცლად
წყალდიდობა ინდონეზიაში - დაღუპულია 26 ადამიანი

ინდონეზიაში წყალდიდობის შედეგად 26 ადამიანი დაიღუპა. სტიქიური უბედურება კუნძულ სულავესზე მოხდა. მაშველები 24 დაკარგულს ეძებენ.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მოვარდნილი წყლის გამო 2000-მდე ოჯახს საცხოვრებელი სახლის დატოვება მოუხდა.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში რეგიონში გადაუღებლად წვიმს. ადიდებულმა მდინარეებმა რამდენიმე დასახლება უკვე გაანადგურა.

დღის ამბები