03 ოქტომბერი 2024,   06:32
ვრცლად
5 წლის ბავშვები სკოლაში - დაუშვებენ თუ არა გამონაკლისს წლის ბოლომდე დაბადებულებისთვის

რა ასაკში უნდა დაიწყოს ბავშვმა სკოლაში სწავლა - ამ საკითხზე კამათობენ სკოლებშიც. დირექტორები განათლების მინისტრის გადაწყვეტილებას 6 წლამდე მოზარდების მიღების აკრძალვასთან დაკავშირებით ეთანხმებიან. დაწყებითი კლასების პრაქტიკოსი პედაგოგების აზრით კი, რამდენიმე თვე ბავშვის განვითარებაში გადამწყვეტ ცვლილებას არ იწვევს.

პოზიციები ამ საკითხზე განსხვავებულია საკანონმდებლო ორგანოშიც. განათლების სამინისტროს გადაწყვეტილების მიუხედავად, ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის კობა სუბელიანის მიერ ინიცირებულ კანოპროექტს, სურვილის შემთხვევაში, სკოლში დეკემბრის ჩათვლით დაბადებული ბავშვები მიიღონ, მხარი ოპოზიციის გარდა, მმართველო გუნდის წევრებმაც დაუჭირეს. უმრავლესობაში არსებული ამ აზრთა სხვადასხვაობის გამო მეორე მოსმენამდე საკანონმდებლო ორგანოში განათლების მინისტრის დაბარებასაც აპირებენ.

არგუმენტებს ასახელებენ განათლების სამინისტროში. უწყებაში ფიქრობენ, რომ თუნდაც ერთ თვეს მოზარდების განვითარებაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

განათლების სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, მომდევნო სასწავლო წლიდან სკოლაში არ დაიშვებიან ბავშვები, რომლებიც 6 წლის თუნდაც სექტემბრის ბოლოს ხდებიან. ასეთი კი, კობა სუბელიანის ინფორმაციით, 20 ათასმდეა. სწორედ მათი მოთხოვნის საფუძველზე მოამზადა დეპუტატმა საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც პირველი მოსმენით პარლამენტმა უკვე დაამტკიცა.

ავტორები:ეკა გაგუა, ლაშა მუმლაძე

ამავე თემაზე
დღის ამბები